,,განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, ცუდად დაუმთავრდება მას და პარიზიდან მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს" - შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

პოლიტიკა 01 Aug 2020 15:05

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პუტინის რეკომენდაციით დასმულმა პრეზიდენტმა, თავისი ჭკუით, 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურობა გამოაცალა.



„ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის უკან შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრეები და პედოფილები. მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება მას და პარიზიდან მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს. ეს გადაწყვეტილება არის პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მოსკოვის მითითება. მოსკოვში ფიქრობენ, რომ მათ მიერ მოყვანილი რეჟიმი იშლება და უკანასკნელი პოლიტპატიმრის გათავისუფლება უფრო დააჩქარებს ამ დაშლას“, – მიიჩნევს შალვა ნათელაშვილი.



სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.




კომენტარები:

ფართი შოპი