მარინა ეზუგბაია: სამივე ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევა შემოტანილია


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს საქართველოში, კოვიდცენტრებში 345 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.



მისივე განცხადებით, მათგან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია შეყვანილი. ერთი პაციენტი რუსეთიდანაა შემოსული, მეორე კი - აზერბაიჯანიდან.



საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. 




კომენტარები:

ფართი შოპი