საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს.



ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.



კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.



კარანტინის რეჟიმში 6588 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.




კომენტარები:

ფართი შოპი