თბილისის მერიამ ახალი პროექტი - „თბილისი ჩვენი სახლია“ დაიწყო

თბილისის მერიამ ახალი პროექტი - „თბილისი ჩვენი სახლია“ დაიწყო.



პროექტის ფარგლებში მერია სოციალურ ქსელში თბილისის ქუჩებისა და ადამიანების შესახებ ფოტოებსა და ისტორიებს გამოაქვეყნებს. ამჯერად მერია მოქალაქეებს მთაწმინდის შესახებ მოუთხრობს.



„თბილისი ჩვენი სახლია“ - ფოტოამბად გადმოცემული ისტორიები თბილისური ყოფა-ცხოვრებიდან; ძველი ქუჩების, შენობების თანამედროვე ცხოვრება; ახალი ინფრასტრუქტურა და სიახლეზე ორიენტირებული ქალაქი; პორტრეტები ადამიანებზე, რომელთაც იციან, რომ თბილისი მათი სახლია და ისე უნდა გაუფრთხილდნენ, როგორც პირად საკუთრებას. „ეს არის თბილისის მერიის ფოტოპროექტი თბილისის 10 რაიონიდან, სახელწოდებით „თბილისი ჩვენი სახლია“, - განუცხადეს „იმედინიუსს“ დედაქალაქის მერიაში.











კომენტარები:

ფართი შოპი