ნინა კობახიძე: შეგუებაში ბადალი არ გვყავს...

Facebook ამბები 30 Jul 2020 15:28

,,შეგუებით ყველფერს ვეგუებით, ცალმხრივ ვარაზის ხევის და უაზრო პროექტების ჩათვლით...", - წერს სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტის“ დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში.



თამარ მეფიდან ვაკეში ასასვლელი ხიდი (ფაქტიურად სკუტერებისთვის რომ არის განკუთვნილი) მარაზმია, ცალმხრივი ვარაზისხევიც მეტად რეგრესია ვიდრე პროგრესი უარესად გაჭედა და ჭედავს ყველაფერს. რეგრესია პეკინის ველობილიკი, რომელიც ამდენი წელია გაკეთებულია და მარტო სასაეირნოდ იყენებენ ვერა და ვერ ჯდება ერთიან კომპლექსში (გაკოტრნდენ მაღაზიები, ვერ კეთდება პარკინგის სისტემები ამდენი ხანია) ჭავაჭავაძე მინდა იყოს პროგრესი, გულით მინდა, სულით.. მომწონს ბუჩქები და ნაგვის ურნები, მაგრამ დისკრიმინაციას რომ მანქანები მოვსპოთ ასე გადაადგილების შეზღუდვით არ აქვს გამართლება.. გამართლება აქვს მანქანების შემცირებას, მარჯნივ რულიანების შეზღუდვას, ფაქტიურად დალეწილი მანქანების აწყობის არ კონტროლს, დაუზღვეველი მაქნანების გადაადგილებას შეზღუდვასდა ა. შ.

პირველი მე ვიქნები ვინც ტაშს დავუკრავ თუ უნაკლო მოძრაობა მივიღეთ ამ ყველაფრის შემდეგ ჭავჭავაძეზე, რომელიც უერთდება ვარაზის ხევს და იმ თამარ მეფეს სადაც ისედაც კოლაფსია...

თორე შეგუებით ყველფერს ვეგუებით, ცალმხრივ ვარაზის ხევის და უაზრო პროექტების ჩათვლით... შეგუებაში ბადალი არ გვყავს..", - წერს ნინა კობახიძე ,,facebook"-გვერდზე.




კომენტარები:

ფართი შოპი