,,ზურგსუკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია, ასეთი მდაბიო და დაბალი დონის ,,შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის" - მაკა რაზმაძე ია ფარულავას მიმართავს

Facebook ამბები 30 Jul 2020 12:37

,,ამდენი ადამიანის განაწყენება და დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო, ასე გააგრძელე", - ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ია ფარულავას მიმართავს.


,,პაროდიები ბევრი გაუკეთებიათ ჩემზე და თითქმის ყველა მათგანი მომწონს და მეც კარგად ვიცინი ხოლმე საკუთარ თავზე. ჩემი წარბების შესახებაც ბევრი მიცინია პაროდიებზე და არც ეს მიკვირს. მაგრამ ასეთი მდაბიო და დაბალი დონის ,,შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რაც შენ დაუშვი შენს გადაცემაში. კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ - ეს ან იცი ან არა ადამიანმა და თუ არ გესმის ვეღარავინ აგიხსნის. მესტიაში ერთად ვიყავით ერთი სამეგობრო და თურმე სად ვარ... სწორედ იმ დღეებში რეები მოგიმზადებია... ზურგსუკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია და რა ძალიან ცუდია ეს!


თან რად გიღირდა - 3 პროცენტიან რეიტინგად? 3 პროცენტს ორი დღის გახსნილ ,,იბერიაშიც" კი არ ვწერდით, არათუ ამხელა ,,რუსთავი-2ზე".


და მანდ გონიათ რომ გადაცემა აქვთ და ამ დაბოლებებით კმაყოფილდებიან? 


ამდენი ადამიანის განაწყენება და შეურაცხყოფა და დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო, ასე გააგრძელე", - წერს მაკა რაზმაძე ,,facebook"-გვერდზე.







კომენტარები:

ფართი შოპი