მსოფლიოს ყველაზე “მსუქანი“ ქვეყნები

24 Jun 2017 13:36

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტებმა გააანალიზეს მსოფლიოში სიმსუქნის მაჩვენებლები და გამოარკვიეს, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი. 

ყველაზე „მსუქან“ სახელმწიფოებად დასახელდა აშშ და მექსიკა. შტატებში 15 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 38,2% ჭარბი წონისაა, ხოლო მექსიკაში მოსახლეობის32,4% წონასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია.

უკანასკნელი წლების ტენდენციაც იმას მიუთითებს, რომ 2030 წლისთვის ჭარბწონიანი მოსახლეობის მაჩვენებელი აშშ-ში 45%, ხოლო მექსიკაში 39% გადააჭარბებს. დღეისათვის „მსუქანი“ სახელმწიფოების სიაში მესამე ადგილზე ახალი ზელანდიაა, სადაც მოსახლეობის 30,7% ჭარბი წონით ცხოვრობს. ყველაზე „გამხდარი“ ქვეყანა იაპონიაა. აქ მოსახლეობის მხოლოდ 3,7% აღენიშნება ჭარბი წონა.

სიმსუქნის პრობლემა სულ უფრო საშიშ მასშტაბებს აღწევს. ის დაკავშირებულია მრავალი დაავადების განვითარებასთან.


წყარო: mkurnali.ge

http://mkurnali.ge/dietologia/8238-msoflios-yvelaze-msuqani-qveynebi.html

კომენტარები: