ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ანტისემიტური პოსტების გამო ცნობილი ბრიტანელი რეპერის ანგარიშები დაბლოკეს

ყვითელი 30 Jul 2020 10:39

რეპერ Wiley-ს ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ. Facebook-მა, Twitter-მა და Instagram-მა ცნობილი ბრიტანელი რეპერის, პროდიუსერისა და დიჯეის, Wiley-ს ანგარიშები დაბლოკა. მიზეზი ანტისემიტური პოსტები გახდა.



ებრაელებს მან მხდალი და მუხანათი ერი უწოდა, რის გამოც სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.



მომხდარის გამო კომპანია A-List Management-მა მუსიკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა. 



„ჩვენს საზოგადოებაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის“, - განაცხადა Wiley-ს მენეჯერმა ჯონ ვულფმა.



მოგვიანებით რეპერმა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რასისტი არ არის.



წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი