კატარინა ბიორლინ ჰანსენი: ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ეკონომიკა 29 Jul 2020 15:21


კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორის კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით, ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ქსელის მოდერნიზებას გულისხმობს.



„უპირველსად ეს მნიშვნელოვანია, ელექტრონული ქსელების ეფექტიანობისთვის, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ასევე, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ინვესტირებით განახლებად ენერგიაში, რადგან ელექტროსისტემას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ჰიდროელექტროსადგურების ასევე, ქარისა და მზის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია. ძალიან მოხარული და ამაყი ვართ, რომ ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ შეთანხმებას და ველით მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან აღნიშნული პროექტის დანერგვის მიზნით“, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.



საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით,  90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.




კომენტარები:

ფართი შოპი