"ვიღაცას ეგონება ბოროტულად ვწერ, ან ვინმეს მოვიხსენიებ უწმაწურად"- ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა ანსამბლი ,,ერისიონი” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა

ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა:


,,ვიღაცას ეგონება ბოროტულად ვწერ, ან ვინმეს მოვიხსენიებ უწმაწურად.. 135 წელი, ხალხნო! და ბაგა ბაღში ბავშვებს რომ ცეკვას ასწავლიან, იმ პროგრამას გადის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, რომელიც როგორც იძახიან ,,ახალ აღთქმამდე” შექმნილა…


დიახ, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი… რა თქმა უნდა, საამაყოა ამ ანსამბლის ისტორია, მის შექმნაში და ყოფნა-არყოფნაში მთელმა საქართველომ ჩადო თავისი ძალა, ნიჭი და ფინანსები…


მონოპოლია პირდაპირ კლავს და ანადგურებს მომავალ თაობას… უნიჭიერესი ახალგაზრდა ქორეოგრაფები გვყავს და სანამ არ გაქცეულან საქართველოდან, ან არ შეუცვლიათ პროფესია, მიეცით საშუალება კენჭი იყარონ სახელმწიფო ანსამბლებში ქორეოგრაფებად…


რა არის ეს მონარქია აღარ უნდა დამთავრდეს? რამეს ვწეერ უცნაურს? პატივს ვცემ ბატონ ჯემალს და მის ოჯახს, მაგრამ დიდი პროგრესია საჭირო და ამას უკვე სხვა დონის პროფესიონალები სჭირდება…


აკადემიური ანსამბლი რას ნიშნავს? როგორც ასტროლოგია ვითარდება, ასე ყოველ წამს უნდა ვითარდებოდეს… მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვინმე თუ ფიქრობს, ამას ვინ ეკითხებაო ვეტყვი, რომ სახელმწიფო ანსამბლებს ვაფინანსებთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები… სახელმწიფო ბიუჯეტზე მჯდომი ანსამბლები უნდა ცდილობდეთ დათესოთ გემოვნებიანი და ხარისხიანი შემოქმედება.. თქვენ უნდა აუმაღლოთ ხალხს გემოვნება – იმიტომ გიხდით… არც ის ვარგა, ბუდულაის სკივრიდან ამოღებულ ძონძებს ვუწოდოთ ახალი და თანამედროვე… ეცადეთ მაინც გემოვნება არ დაუმახინჯოთ ადამიანებს…” - აცხადებს ფოცხიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი