დღეს, პოეტ ზურაბ რთველიაშვილის ახალი წიგნის - „პოეზიის დიქტატურა“ - პრეზენტაცია გაიმართება

24 Oct 2017 14:52

მისთვის ცხოვრება ყველაზე პოეტური გამოწვევაა, მეომრის პოზა კი – ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა. ასეთია არტისტი და პერფორმერი, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.


ის 21-ე საუკუნის პოეტია – და ამაში მხოლოდ „თანამედროვეობა“ კი არ იგულისხმება, არამედ ყველა იმ აქცენტის, ნიუანსის, ტენდენციის ერთგულება, რაც ჩვენს საუკუნეს და მასში მყოფ/მებრძოლ ადამიანს ახასიათებს. ის სამოქალაქო პოეტია, ხიბლავს ბარიკადები და თავის ლექსებს მეგაფონით უკითხავს მსხვერპლსაც და ჯალათსაც – მათ, ვინც თანაბრად დააზარალა სისტემამ. 


ეს წიგნი ზურაბ რთველიაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – პოემიდან პოეტურ სცენარამდე. ავტორისთვის უცხო არაა ლირიკა და ესთეტიკური ტკბობა, ოღონდ ამ ყველაფერზე აზრი უნდა მბრძანებლობდეს. აზრი კი დაახლოებით ასე ისმის: სიტყვა ყველაფერია და ის ხორცშესხმული იარაღია, მთავარია კაცობრიობამ მშვიდობა აირჩიოს! 


24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, პოეტ ზურაბ რთველიაშვილის ახალი წიგნის - „პოეზიის დიქტატურა“ - პრეზენტაცია გაიმართება. 


დასწრება თავისსუფალია.

კომენტარები: