ლეონიდ სლუცკი კვარაცხელიაზე: მისი ფასი გაიზრდება

სპორტი 28 Jul 2020 10:12



„კვარაცხელია თავისი ასაკობრივი კატეგორიიდან გავიდა და უნდა შეფასდეს არა როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, არამედ უბრალოდ, როგორც ზრდასრული ფეხბურთელი", - ამის შესახებ ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.


„ჰოლანდიაში შევეჩვიე, რომ 18 წლის მოთამაშეს ახალგაზრდად არავინ თვლის. კვარაცხელია სეზონის განახლების შემდეგ გახდა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშე და „რუბინის“ ყველაზე ნათელი და საინტერესო ფეხბურთელი. ეს გამოიხატება მარგი ქმედების კოეფიციენტით, მისი ამჟამინდელი დონით და იმ თვისებებით, რომლებსაც მოედანზე გარანტირებულად აჩვენებს.


თუ კვარაცხელიას თაობაზე სუპერშეთავაზება იქნება, კლუბი მას განიხილავს. ლოგიკურად და ხვიჩას ასაკის გათვალისწინებით კი მისი სატრანსფერო ფასი უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა სპორტულ გამოცემა „სპორტ-ეკსპრესთან“ ვრცელ ინტერვიუში ლეონიდ სლუცკიმ.





კომენტარები:

ფართი შოპი