3 სხდომა მოანდომეს, რომ ეს ოქროს ადამიანი გაეტეხათ ფსიქოლოგიურად, მორალურად, მაგრამ ვერ მიაღწიეს საწადელს! - ნათია ფირცხალაიშვილი

21 Oct 2017 22:56

ნათია ფირცხალაიშვილი:



_საქალაქო სასამართლოში მე-5 წელია მიმდინარეონს ბუტას პროცესი. ხელოვნურად გაწელეს და ცდილობენ ფალსიფიცირებული მასალით დაიძვრინონ თავები - ვითომ მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული, ვითომ მათ არ მიიტანეს დანაშაულის ადგილზე იარაღები, ვითომ მათ არ დაბლოკეს სასწრაფოს ექიმები, ვითომ ეგენი არ ცდილობდნენ, რომ ვაზნები დაეყარათ ბუტას სახლში...


ყველაფერს აკეთებდნენ მონდომებით, რომ იქვე გაყალბებინათ ფაქტები და არაფერი გააკეთეს, რომ დაჭრილი ბავშვისთვის ეშველათ!!! არავის დაენანა მისი სიცოცხლე, გაწირეს სრულიად უდანაშაულო სიცოცხლე, ავტომატი დაუდეს გვერდით ნაცვლად სამედიცინო დახმარებისა და ბანდიტად გამოაცხადა ამ გარეწარმა მიქაძემ, ამ უსახურმა., ცივსისხლიანმა დონაძემ, ჰმ!!!


სამაგიეროდ დღეს ახადა გოჩა მუკბანიანმა სიმართლეს ფარდა. 3 სხდომა მოანდომეს, რომ ეს ოქროს ადამიანი გაეტეხათ ფსიქოლოგიურად, მორალურად, მაგრამ ვერ მიაღწიეს საწადელს - სიმართლე დაფიქსირდა და ამას ვეღარაფერს მოუხერხებენ. ისე დააბნია გოჩას სიმტკიცემ, ბოლოს ერთმანეთს დაერივნენ... - ისეთ კითხვებს სვამთ, ჩვენი საწინააღმდეგოაო ადვოკატი და ფირცხალავა ერთმანეთს დაერივნენ... ჯერ სად ხართ, კასრში გამოყვანილო კაციჭამია ვირთხებო!!!

კომენტარები: