ეს ის საზოგადოებაა, სადაც უკვე გარდაცვლილი ადამიანების შურთ... - ირმა ინაშვილი

13 Oct 2017 13:13

ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:


_ეს ის საზოგადოებაა, სადაც უკვე გარდაცვლილი ადამიანების შურთ, არა თუ ცოცხლების... აწმყოში წარმატებულების, ნიჭიერების, გარეგნული და სულიერი სიკეთით შემკულების. მიდის უკიდეგანო... უსაგნო კრიტიკა, სამარცხვინო განქიქება და ბოროტი რევიზია ჩვენი სულების... მაშინაც კი, როცა აქაურობას ვტოვებთ. ეს ის საზოგადოებაა, სადაც თითქოს კეთილად გიხსენებენ, შენს ფოტოსაც აზიარებენ, მაგრამ ისეთ ხაოიან შეკითხვას გასვამენ თავზე, უკეთესია სულ არ გაგიხსენონ და არ "დაგიტირონ". მარიტას, ეტყობა, ყველა საზოგადოება თავისებურად ერჩოდა და ჰკლავდა. ალბათ, იმიტომ, რომ ის არ იყო ყველა... არ იყო მასა... არ იყო ბევრი... ერთადერთი იყო ასეთი. ვაცადოთ გაფრენა ადამიანებს. ახლა მაინც მივცეთ ფრთების გაშლის საშუალება...

კომენტარები: