გაუფასურდა სიტყვა იგი პირველი და გახდა სიტყვა იგი უკანასკნელი... - ზურაბ რთველიაშვილი

13 Oct 2017 12:35

პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი პირველი 

მოიპარა პირველმა პოეტმა...

ვის ახსოვს დღეს სახელი მისი?

ვინ იცის როგორ გამოიყურებოდა პირველი მესიტყვე? ...

როდესაც პირველად აგებულ ტაძარში გაისმა პირველი ლოცვა,

როცა პირველად აგებულ სასახლეში შევიდა პირველი მეფე,

როდესაც პირველ საპყრობილეში გამოკეტეს პირველი პოეტი,

როდესაც პირველად მოჭრილი თავი გამოისყიდეს პირველი 

მოჭრილი მონეტით, 

გაუფასურდა სიტყვა იგი პირველი და გახდა სიტყვა იგი უკანასკნელი...

კომენტარები: