ბესო ჩუბინიძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

26 Sep 2017 23:20

ბესო ჩუბინიძე არის ჟურნალისტი და გახლავთ შიდა ქართლის მხარიდან:



მაღიზიანებს - უყურადღებობა და უმადურობა;

ვგრძნობ - მოსახდენ უბედურებებს, - ხოლმე...

მეშინია - მხოლოდ მიწისძვრის;

ვიცი - სინათლის სიჩქარე ზეპირად :) მეტრ-წამებშო ოღონდ; )

არ ვიცი - სად არის თამარის საფლავი;

შემიძლია - ბრძოლა;

არ შემიძლია - უმექმედობა;

ვმეგობრობ - ყველასთან;

ვაპატიებ - ყველაფერს, (მხოლოდ ერთხელ.);

ვტირი - პატრიოტული სიმღერების კარგი შესრულების დროს;

ვიცინი - მხოლოდ გულიანად, ხათრის გულისთვის - არასოდეს;

ვეძებ - სამსახურს; :)

ღირსი ვარ - მშვიდობიან სოხუმში დაბრუნების და იქ „მეგას“ დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების;

ვჩხუბობ - როცა უსამართლობას ვხედავ, არ აქვს მნიშვნელობა მე მეხება თუ არა;

ვკარგავ - დასაკარგს;

მშურს - მილიონერების, რადგან მე არ შემიძლია მათსავით ბევრ ხალხს დავეხმარო მატერიალურად;

ვემალები - კოღოებს;

ვემტერები - საქართველოს, მართმადიდებლობის და ჩემი ოჯახის მტრებს;

მაინტერესებს - საქართველოს მომავალი;

არ მაინტერესებს - ოთკუთხედი საზამთროები;

მახსოვს - ყველაფერი!

მრცხვენია - უკანასკნელი მოჰიკანობის;

უარვყოფ - რომ ვარ ჰომოფობი!

ვავადმყოფობ - ცხვირში ძგიდის ოპერაციის გაუკეთებლობის გამო;

ვმალავ - გაკეთებულ სიკეთეებს;

ვინახავ - წარსულს, საფუძვლიანად თან... ფოტოებს, ვიდეოებს, ყველაფერს რაც ისტორიულია და დოკუმენტურიავ;

მწამს - გამარჯვების;

მიკვირს - „ეს მე არ მეხება“ ხალხის;

მიხარია - ჩემი შვილის ყოველი წარმატებული დღე;

ვჭორაობ - ხანდახან, როცა საქმეს ჭირდება და შესაბამისი ფორმატის სტატიას ვამზადებ, ან სიუჟეტს;

ვდარდობ - ისე არ მოვკვდე, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად სოხუმში არ წავიდე;

ვამაყობ - ჩემი ოჯახით;

ვაკეთებ - ყველაფერს, ყოველთვის რაც შემიძლია;

ვეფერები - ყველას ვინც ამას დაიმსახურებს;

მსიამოვნებს - დამსახურებული მადლობის გადახდა;

მესიზმრება - ჰაერში დავფრინავ ხოლმე;

ვეხმარები - ადამიანებს, თვითგამორკვევაში;

ვეწევი - სიგარეტს? მარიხუანას? - :) - მაგას მე კაი ჩხუბშიც ვერ მაკადრებენ J ისე კი, ვეწევი მხოლოდ - საქართველოს მომავლისთვის საჭირო საქმიანობას;

მწყინს - უმადურობა და უყურადღებობა;

ვხარჯავ - ენერგიას;

ვღალატობ - იშვიათად, ჩემს რაღაც პრინციპებს ხოლმე;

ვკამათობ - ყველასთან ვისთანაც სიმართლის დაცვა მიწევს, გარდა ქალებთან!

ვუხეშობ - ერის მორალატეებთან და ვირტუალურ ტიპებთან;

ვუსმენ - ქართულ პატრიოტულ სიმღერებს და...  შიომღვიმის ტყის ფოთლების შრიალის ხმას;

ვყოყმანობ - როცა ქალი მეკამათება;

ვკითხულობ - ყოველდღიურ ინფორმაციებს და ჩემი შვილის ნაშრომებს;

ვამზადებ - პლაცდარმს საქართველოს ღირსეული მომავალისთვის;

ვუყურებ - ქართულ ფილმებს;

ვკლავ - მოსაკლავს! გინდა ბუზი იყოს და გინდა კაცი!

ვაფუჭებ - საკუთარ ნერვებს;

ვცხოვრობ - ... ზუსტადაც;

ვცემ - ჯერ ის არ მიცემია, ვისაც აუცილებლად მოვა დრო და ვცემ!

ვყვირი - ყოველთვის, როცა უსამართლობასთან ბრძოლას სხვა ხერხით ვერ ვახერხებ;

ვმღერი - იშვიათად, თუმცა გაბედულად :) მერე რა, რომ სმენა არ მაქვს, გულით ვმღერი; :)

ვასრულებ - მისიას;

დავდივარ - მანქანით;

ვმკურნალობ - ჯერ ვერა; :(

ვერიდები - უყურადღებო ადამიანებს;

ვთამაშობ - ფეხბურთს;

ვიტყუები - მხოლოდ კეთილად;

ვეთაყვანები - მშობლებს და ოჯახს;

ვგიჟდები - როცა არ მიჯერებს ხოლმე ვინმე და როცა ურემი გადაბრუნდება, მხოლოდ მერე აღიარებს ხოლმე, რომ - მართალი ყოფილხარო;

მიყვარს - სიყვარული;

ვოცნებობ - მშვიდობაზე, ამის გამო ნებისმიერ ომში წავალ;

ვფიქრობ - როგორ ვიშოვო ფული, რომ კეთილი საქმეები ვაკეთო ხშირად ;

მძულს - „ვრედნი“ ადამიანები;

ვნანობ - რომ ბევრი დრო დავკარგე და დავუთმე ყველას, გარდა საკუთარი თავისა;

კმაყოფილი ვარ - ჩემი შვილით;

მენატრება - დასვენება;

მსურს - იღბალი;

ვაგროვებ - სასმელების კოლექციას, ფილატელისტი და  ნუმიზმანტი ვარ;

ვიხდი - ყველა გადასახადს, პატიოსნად... და ვალს საქართველოს წინაშე;

ვეჭვიანობ - ე.ი. სულერთი არაა და მიყვარს;

ვკაიფობ - მხოლოდ დასვენებით...

ვიზიდავ - გამოსასწორებელ ტიპებს;

ვალამაზებ - ბუნებას.


გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: