ირმა ინაშვილი: ვისაც ბრძოლა უნდა, ის არ უნდა იღლებოდეს. ვიაროთ წინ, ვინც მოგვყვება და ჩვენთანაა!

25 Sep 2017 00:04

ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:


ბათუმის აქციაზე ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე - 300, 500 ან 1000 მხარდამჭერი. რეალურად ერას მოედანზე დღეს აქციის 2300-2500 მონაწილე იდგა. 


შეკრებას თვითმხილელებიც ჰყავს და ამ მოცემულობას ვერავინ უარყოფს. 


ზოგიერთი პარტიისთვის, შესაძლოა, ეს ხალხის საოცნებო რაოდენობაა, ზოგიერთს დასუფთავების სამსახურის, მერიებისა და გამგეობების მთელი შემადგენლობა დაჰყავს შეხვედრებზე. ერთი და იგივე ხალხი, სხვათა შორის. ყვითელი ავტობუსებით, როგორც ძველად. არც ჩვენ ვართ ბრმები. ზოგი მხარდამჭერებს სხვა, "ცნობილი რესურსით" უწევს ორგანიზებას. ჩვენ ზემოჩამოთვლილ არც ერთ სქემას არ მივყვებით. ბათუმის აქციით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არც იმას გიმალავთ, რომ მეტზე გვაქვს პრეტენზია და სწორედ ეს მოწოდება გავუზიარეთ ბათუმელებს, რომ 15 ოქტომბერს, კვლავ ერას მოედანზე გაცილებით მეტი ადამიანი გაერთიანდეს. ასეა... ვისაც ბრძოლა უნდა, ის არ უნდა იღლებოდეს. ვიაროთ წინ, ვინც მოგვყვება და ჩვენთანაა.


P.S. აქცია ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთავარი სათქმელი ითქვა. მთავარი მოწოდებებიც გაჟერდა. როცა თბილისში მოშიმშილეთა აქცია მიმდინარეობს, ბათუმის შეკრების ხელოვნურად გაჭიმვა არაგონივრულად მიმაჩნდა. შედარებით ხანმოკლე აქციის იდეის ავტორიც მე გახლდით.

კომენტარები: