დავით ფერაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

19 Sep 2017 15:29

დავით ფერაძე გახლავთ იტორიკოსი, პუბლიცისტი, ა/ო „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი და გახლავთ იმერეთის მხარიდან:


მაღიზიანებს -  მლიქვნელობა, კუდისქიცინი;

ვგრძნობ - სულიერ ძალას და ვთბები, როდესაც ვპატიობ;

მეშინია -  რწმენის დაკარგვის;  

უკანასკნელი დღის და იმის, რომ არ გაუნელდეთ სიყვარული ჩემ   გარშემო;

ვიცი -  მცირე რამე;

არ ვიცი - რა ხდება ჩემი და სხვა ადამიანების გულებში;

შემიძლია - სხვისი თვალით დანახვა;

არ შემიძლია - მოვუთმინო ამპარტავანს და არ „გავაფარჩაკო;“

ვმეგობრობ - ცენზების  გარეშე, ვის გულშიც „მიმღეობა“ სუსტად მაინც არის ჩართული;

ვაპატიებ -  თუ მიხვდება და გაიაზრებს, ყველაფერს;

ვტირი - ოდნავაც რომ მებრალება ვინმე  და როდესაც მენატრება;

ვიცინი - წარა-მარა;

ვეძებ - უსაზღვროებას, ჩემ ბავშვობაში რაც დარჩა, ყველაფერს, ახალ გზებს;

ღირსი ვარ - რა ჯვარიც მაწევს, იმის;

ვჩხუბობ - შესაძლოა უმნიშვნელოზეც, თუმცა, შეიძლება მნიშვნელოვანზე არც ვიჩხუბო;

ვკარგავ - სათვალეს :) ხშირად ვკარგავ ბევრ რამეს;

მშურს - უფრო შევნატრი, ვისაც არაფერი აქვს და დიდი სიყვარული შეუძლია;

ვემალები -  ჩემ „მე“-ს, ჩემში არსებულ მავნე ეგრეგორებს;

ვემტერები - ადამიანებს არა, მაგრამ მათში არსებულ ნიღბებიან ტიპობას, პატიოსნებას ამოფარებულ გაუმაძღარ მძარცველობას, ყოყლოჩინობას;  

მაინტერესებს - უზენაესი ძალა, ყველა ადამიანი, ასევე ყველაფრის მიზეზი და შედეგი;

არ მაინტერესებს -  უმოძრაობა, მედია,  რომლებიც ვიღაც „მოტივტივე“ ტიპების ცხოვრებაზე საუბრობს;

მახსოვს -  გულისწყვეტით, როგორ მიღალატეს, მათ, ვისგანაც არ ველოდი და როგორ იმართლებენ თავს, რომ სხვა გზა არ ქონდათ;

მრცხვენია - იმის, რომ სათანადოდ არ მრცხვენია ღმერთის;

უარვყოფ - იმას, რომ გამოსწორება შეუძლებელია, რომ წარსულს ვეღარ შეცვლი;

ვავადმყოფობ - ხანდახან;

ვმალავ - ძალას, რაც სხვას დააზიანებს;

ვინახავ - ცოტა რამეს;

მწამს - ღმერთი;

მიკვირს - რატომ ირყვნებიან ადამიანები, რატომ „უვარდებათ თავში“ ის,  რაც თუნდაც მე შეუმჩნევლად გავიარე, რატომ არ ყოფნით ადამიანობა და უნდათ ადამიანობაზე მეტი სტატუსები და რეგალიები;

მიხარია - მცირე რამე და ის, როდესაც სხვას ვახარებ;

ვჭორაობ - ჩემ თავზე;

ვდარდობ - დრო რომ მიდის, წარსულს რომ ვერ შეხვდები;

ვამაყობ - ჩემი ოჯახით;

ვაკეთებ -  სიამოვნებით, რაც მსურს;  

ვეფერები - ადამიანების გულებს, ბავშვებს და რაღა თქმა უნდა, ჩემ ცოლ-შვილს;

მსიამოვნებს - როდესაც ჩემთან სიამოვნებთ;

მესიზმრება - მწვანე ედემები, რომლის ნაწილი ვარ ხოლმე , მესიზმრება, როგორც გოეთე იტყოდა მეტი სინათლე;

ვეხმარები - როგორც მინდა, ისე ვერა, მაგრამ მაინც ვეხმარები;

ვეწევი - არა;

მწყინს - უმნიშვნელო რამეც, ოღონდ დროებით;

ვხარჯავ - შესაძლებლობის მიხედვით თანხას, ასევე ძალას და ენერგიას;  

ვღალატობ - არავის და ვერავის. მხოლოდ საკუთარ სხეულს;

ვკამათობ - არ მიყვარს კამათი, აზრობრივად დაზომბირებულ დოგმატურ ტიპებთან;

ვუხეშობ - ყოყლოჩინებთან, უზრდელბეთან, ამპარტავნებთან;

ვუსმენ - კლასიკას, გალობას,  ზოგჯერ როკს;

ვყოყმანობ - როდესაც ერთნაირი მნიშვნელობის რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავარ;

ვკითხულობ - ნორმალური სიხშირით ღრმად აზრობრივ ლიტერატურას;

ვამზადებ - რამდენიმე სახის კერძებს: ლობიო, ჩაქაფული, კიევური კატლეტი;

ვუყურებ - ფსიქოლოგიური და ცხოვრებისეული ჟანრის ფილმებს;

ვკლავ - ვერაფერს;

ვაფუჭებ -  მავნე განზრახვებს;

ვცხოვრობ - იმედებით;

ვცემ - არავის;

ვყვირი - ხანდახან;

ვმღერი - ჩემთვის;

ვასრულებ - ბევრ თხოვნას;

დავდივარ - ბუნებაში, ჩემ შვილებთან ერთად;

ვმკურნალობ - ზომიერად, პროფილაქტიკის მიზნით;

ვერიდები - ხშირ  ე.წ. ბირჟაობებს, ყველაფრის ლაპარაკს, უზომო სმას;

ვთამაშობ - თითქმის არამაზე;  

ვიტყუები - თითქმის არასდროს. შეიძლება ვიცრუო, თუ მომენტალური სიმართლე ინსულტის მიზეზი გახდება;

ვეთაყვანები - არავის;

ვგიჟდები – ჩემ ოჯახზე, ბუნებაზე, მცენარეებზე, წვიმაზე. წვიმა არის მუსიკა;

მიყვარს - ყველა, რომ „მჭამენ“ ისინიც;  

ვოცნებობ - ერთიან საქართველოზე, მქონდეს ბაღი უამრავი მცენარით პერსონალურ საფრენ აპარატზე;

ვფიქრობ- გამუდმებით ყველაფერზე

მძულს - გულღრძოობა, კოკობზიკობა;  

ვნანობ - გაქცეულ წარსულზე; რაც ვიზარმაცე, იმაზე;  უფრო მეტად რომ ვერ მოვეფერე ჩემ საყვარელ ადამიანებს;

კმაყოფილი ვარ - უფლის წყალობების; ჩემი ოჯახით;

მენატრება - ზაფხულის გრილი, ოქროსფერი, მშვიდი საღამოები, რომელიც ჩემ ბავშვობაში იყო;

მსურს - ღმერთს ვთხოვდე: „რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრა. შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

ვაგროვებ - სიყვარულს;

ვიხდი -  სხვა რა გზა მაქვს, რისი გადახდაც მიწევს, ვიხდი;

ვეჭვიანობ - მხოლოდ ჩემ თავზე;

ვკაიფობ“ -  ძალიან ხშირად;  

ვიზიდავ -  ბავშვებს;  

ვალამაზებ - ვცდილობ და მგონი, გამომდის ხოლმე.



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები


კომენტარები:

ფართი შოპი