არჩილ თალაკვაძე: მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას!

17 Jun 2017 13:36


 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“  მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, „რომელიც დგას პრევენციაზე და დაიცავს მომავალ თაობას ნარკოტიკების ზიანისგან, ასევე, იცავს მომხმარებელთა ინტერესებს და უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის სერვისებზე.“

 

 ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია პარლამენტში და უახლოეს მომავალში ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს, რომელიც საკანონმდებლო სფეროში განხორციელდება.

 

ჩვენ, მხარს ვუჭერთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, რომელიც დგას პრევენციაზე და დაიცავს მოსახლეობას ნარკოტიკების ზიანისგან, რომელიც ასევე იცავს მომხმარებელთა ინტერესებს და უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის სერვისებზე. 

 

პროექტი, რომელშიც არანაირი კომპრომისი არ იქნება ნარკოტიკების ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულზე, მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ოთხივე სვეტის განვითარება, ვინაიდან წარმატებული ნარკოპოლიტიკა მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე, პრევენციასა და სამართალდამცავთა ქმედებების ეფექტურ ურთიერთქმედებაშია“,  - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი