ყველაზე დიდი მშენებარე სტადიონების სიაში ბათუმის ახალი არენაც მოხვდა

სპორტი 17 Jul 2020 11:19

გამოცემა „სპორტსმა“ წერილი იმ სტადიონებზე დაწერა, რომლებიც 2020 წელს იხსნება და მათ შორის, ბათუმის ახალი საფეხბურთო არენაც გამოარჩია.


„ეს სტადიონები 2020 წელს გაიხსნება: რეკორდული ტევადობის არენას აშშ-ში აშენებენ, ხოლო ფასადის რეკორდული განათებით – საქართველოში“, – წერს გამოცემა.


ყველაზე დიდ სტადიონს „სიფი სტედიუმს“ კალიფორნიაში, ინგლვუდში აშენებენ და მის ტევადობა 70 ათასი ადგილი იქნება. ყველაზე ნაკლებად ტევადი არენაც ამერიკაში შენდება – „ინტერ მაიამი სტედიუმ“, ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილშია და 18 ათასს გუშემატკივარს უმასპინძლებს.


ბათუმის ახალი სტადიონი 12 მშენებარე საფეხბურთო არენებს შორის ტევადობით მე-11 ადგილზეა.


„ბათუმის ახალი სტადიონის ტევადობა 20 ათასი ადგილია. არენის კონცეფცია შთაგონებულია ქართული ცეკვისადმი სიყვარულით – გარეკონსტრუქცია დახრილია, დინამიკას ქმნის და კავკასიური ცეკვის ელემენტს წააგავს. 20 ათას ადგილზე გათვლილი სტადიონი შთამბეჭდავად გამოიყურება, ხოლო ღამით ფასადის გარე განათება ირთვება – ორგანიზატორებისგან სტადიონზე ულამაზეს ლაით-შოუს ველოდებით“, – წერს გამოცემა „სპორტს“.



კომენტარები:

ფართი შოპი