50 წლის ჯენეტ ჯექსონმა მშობიარობის შემდეგ 50 კილოგრამი დაიკლო (ფოტო)

13 Sep 2017 16:23

მომღერალი ჯენეტ ჯექსონი 50 წლის ასაკში დედა პირველად გახდა.


ორსულობის პერიოდში მან 45 კილოგრამი მოიმატა. შვილის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ, რომელსაც ისა დაარქვეს, თებერვალში, მომღერალი თავის მილიარდელ ქმარ ალ მანს გაშორდა.


მაისში ჯექსონმა ვიდეო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სადაც მან განქორწინებაზეც გააკეთა კომენტარი და ასეთი რამ დაწერა. "დიახ, მე ვარ. იმ შემთხვევაში, თუ არ იცოდით, იმიტომ, რომ მე ნამდვილად შევიცვალე" - ის ხუმრობდა, გულისხმობდა ჭარბი წონის შესახებ.


ივნისში, მომღერალს პაპარაცებმა სურათები გადაუღეს, სადაც ჯენეტს აშკარა ცვლილებები ეტყობოდა.


მომღერალმა განაცხადა, რომ ძალიან რთული იყო დიეტისა და ვარჯიშის ეს პერიოდი, მას სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავდაპირველ ფორმას და მსოფლიო ტურნე გააგრძელოს ", - აცხადებს წყარო და ტაბლოიდები წერენ, რომ მომღერალმა მაშინ 25 კილოგრამის დაკლება შეძლო.


სწორედ ასე წარსდგა ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ შოუში და აუდიტორიის განცვიფრებაც მოახდინა.


რაც შეეხება ახლანდელ მონაცემებს, მომღერალმა მთლიანობაში 50 კილოგრამი დაიკლო მშობიარობის შემდეგ და 51 წლის მომღერალი კიდევ აგრძელებს კილოგრამებთან ბრძოლას.



http://droni.ge

კომენტარები: