ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის დიპლომატიური საქმიანობა უნდა იყოს თავდასხმითი და არა თავდაცვითი

უცხოეთი 16 Jul 2020 16:35

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის საქმიანობა გააკრიტიკა.


ალიევის განცხადებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა, როდესაც აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება გართულდა.


„რას აკეთებდა საგარეო საქმეთა მინისტრი? სად იყო? ჩვენ ვმუშაობდით 12 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერ-მინისტრი სამსახურში იყო, მე დილამდე ვმუშაობდი. თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი დილამდე მუშაობენ. მე ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა“, – განაცხადა ალიევმა.


ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დიპლომატიური საქმიანობა უნდა იყოს თავდასხმითი და არა თავდაცვითი და პასიური.


კომენტარები:

ფართი შოპი