მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიქნები

პოლიტიკა 16 Jul 2020 14:57

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება.


"მაღალი ალბათობით, მე მაჟორიტარი არ ვიქნები. ბოლო დღეებია ამ გადაწყვეტილებამდე და შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს, რადგან საბოლოო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ გამართულა პოლიტსაბჭოში, მაგრამ მაჟოროტარი დიდი ალბათობით, არ ვიქნები და მე უფრო გადართული ვიქნები შტაბის საქმიანობაზე და უფრო აქ მექნება ჩემი ენერგიის დახარჯვის საშუალება,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი