ჯეიმს აპატურაი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს

Facebook ამბები 14 Jul 2020 19:41

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალური ქსელის „facebook“-ის მეშვეობით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.


„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც ხდება მძიმე შეიარაღების გამოყენება და რასაც შედეგად ადამიანების დაღუპვა მოსდევს. ჩვენ ვიმეორებთ მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებებს, რომ ყველა მხარემ ყველა აუცილებელ ზომას მიმართოს შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად“ , - წერს აპატურაი.


შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.



კომენტარები:

ფართი შოპი