თეა პერტაია - ამბავი რამდენიმე ცნობილ და ასეულობით უჩინარ გმირზე...

01 Sep 2017 10:38

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა პერტაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "რამდენიმე ცნობილ და ასეულობით უჩინარ გმირზე" გვიყვება:


"დღეს ჟურნალისტებთან ერთად ვერტმფრენიდან დავათვალიერეთ აბასთუმნის ის ნაწილი, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი მძვინვარებდა. ზემოდან კარგად ჩანდა, რომ კვამლიც კი აღარსად იყო. ხანძარი ლოკალიზებულია. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რა კოლოსალური შრომა გასწიეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა... ასეა, როცა მეხანძრე-მაშველების მხარდამხარ მინისტრი მუშაობს... 


ჩვენ დღეს, კიდევ ერთხელ, საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ შეიძლება კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შედეგად, უმოკლეს დროში შედეგის დადება და სტიქიასთან გამკლავება. მადლობა თქვენ ამისთვის.


მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს,მფრინავს, პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის ბიჭებს... თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ურთულესი გამოწვევების დაძლევაში.


ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ თქვენ ხართ გმირები, მებრძოლები, რომლებიც ყოველთვის იმარჯვებენ! 


თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც გააზრებულად აირჩიეთ ასეთი სახიფათო პროფესია და მზად ხართ, საკუთარი თავი და ჯანმრთელობა გაწიროთ - იმ ღირებულებისთვის, რასაც ქვეყნისა და სხვა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა და გადარჩენა ჰქვია! 


მეამაყებით!"-აღნიშნავს პერტაია.


კომენტარები:

ფართი შოპი