ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში სამეგრელოს რეგიონს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს და 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს ეწვევა.

 

რეგიუნული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს (8 ივლისს) სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის გუბერნატოს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესა და ახალგაზრდულ საკიხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში,  სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები რომლებიც ამ მიმართულებითაა განსახორციელებელი,, მათ შორის მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

 

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ განვითარებს გულისხმობს, რომ 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი.

 

ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ საპილოტე მუნიციპალიტეტებთან თანამშროლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

 

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს  ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.



კომენტარები:

ფართი შოპი