შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

სამართალი 29 Jun 2020 20:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დ.ნ. განზრახ მკვლელობის,

დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თელავში

დააკავეს.


დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს,

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და 1990 წელს

დაბადებულ შ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და

მიიმალა. ა.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შ.მ. გადაყვანილია

საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ

მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების

ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე

მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის

კვალიფიკაციით მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი