სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია

პოლიტიკა 29 Jun 2020 18:32

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო სისტემიც ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიისადა სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.


ამასთან, ის კიდევ ერთხელ შეეხო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ სტაბილურობის შენარჩუნების გამო მიიღო.


„ეს კანონი დღეს ქვეყანაში საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს და რომელმაც არ დაუჭირა მხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს. რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ასევე, სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში. მე კონსტიტუციით და ასევე მორალულად თავი პასუხისმგებლად მიმაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ნორმალურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი ნაბიჯი, ის მძიმე ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. ასევე არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი ელჩების და ფასილიტატორების როლს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი