"უსუნო ყვავილი" - კიდევ ერთხელ წააკითხეთ შვილებს

სხვადასხვა 26 Jun 2020 01:50

მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი. ყმაწვილს ძალიან მოეწონა, მოგლიჯა და თავის ვარდის კონაში ჩაარჭო.


პატარა ხანს უკან ისევ ამოაძრო კონიდან, უსუნა და იგრძნო, რომ იმ უბრალო ყვავილს ვარდის საამური სუნი მისცემოდა.


ყმაწვილი დაფიქრდა და თქვა: - ჰო, ახლა კი კარგად მივხვდი, რად მირჩევს დედაჩემი კარგ ამხანაგებში ყოფნასო.


იაკობ გოგებაშვილი 




კომენტარები:

ფართი შოპი