კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

განათლება 19 Jun 2020 23:55

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო

წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო

დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი

განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

მოსწავლემ კადეტის სტატუსის მისაღებად, რამდენიმე საფეხური: რეგისტრაცია, მისაღები

გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. რეგისტრაცია მიმდინარეობს ლიცეუმში

2020 წლის 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით.


რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოსწავლეები აბარებენ ზოგადი უნარებსა და მათემატიკის

გამოცდებს.


გამოცდები ჩატარდება 7 და 8 ივლისს თბილისსა და ქუთაისში. აპლიკანტი თავად შეარჩევს

მისთვის სასურველ საგამოცდო ადგილს.


მათემატიკის გამოცდა - 07.07.2020

ზოგადი უნარების გამოცდა - 08.07.2020


გამოცდების შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას

სამხედრო ჰოსპიტალში.


კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია 121

მოსწავლის მიღება.


დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ლიცეუმის ვებ

გვერდზე: cadet.mod.gov.ge.



კომენტარები:

ფართი შოპი