თეა პერტაია: უნიკალური ადგილის გადასარჩენად ბევრი სახიფათო მანევრი შეასრულა..

27 Aug 2017 16:33

შს სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა პერტაია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტს" აქვეყნებს:


"თამაზ დათუკიშვილი, იოსებ აივაზაშვილი, თამაზ ლობჟანიძე - ჩვენი დროისა და დღის გმირები, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები... 


ამ ეკიპაჟმა ვერტმფრენით ბოლო კვირის მანძილზე ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად 600-მდე გაფრენა განახორციელა და უნიკალური ადგილის გადასარჩენად ბევრი სახიფათო მანევრი შეასრულა...


დღეს, პრევენციული სამუშაოებისას, ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის ამოღების დროს, ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. თუმცა, მაშინ, როდესაც ეკიპაჟის წევრები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ, ისინი უფრო დაკისრებული მისიის შესრულებაზე ფიქრობდნენ, ვიდრე საკუთარ თავზე... ყველაზე კრიტიკულ მომენტში მათი დარდი მხოლოდ ეს იყო. იმდენად, რომ ბიჭებთან მისულ სასწრაფო დახმარების პერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ, მანქანაში არ სხდებოდნენ და ადგილზე დარჩენას ითხოვდნენ. ვფიქრობ, ნამდვილი ვაჟკაცური ხასიათი სწორედ ასეთ დეტალებში იკვეთება...


ასეთი თავდადებული ადამიანები ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება და მიხარია, რომ ისინი კარგად არიან - ესაა ერთადერთი ემოცია, რომელიც დღეს მაქვს და რომელსაც ყველას გიზიარებთ. 


მადლობა მხარდაჭერისთვის!"


კომენტარები:

ფართი შოპი