"საქართველოში პოლიტიკურად აქტიურ ფეისბუქ გვერდებს შორის, გიორგი ვაშაძის ოფიციალური გვერდი კვლავ ლიდერია"- "სტრატეგია აღმაშენებლი" განცხადებას ავრცელებს

Facebook ამბები 11 Jun 2020 23:52

"სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მედიის კვლევის ჯგუფი აქვეყნებს მორიგ მონაცემს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში პოლიტიკურად აქტიურ ფეისბუქ გვერდებს შორის ჩართულობის (engagement) მხრივ, კვლავ ლიდერია გიორგი ვაშაძის ოფიციალური გვერდი.


"რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ გიორგი ვაშაძეა აქტიური და საინტერესო ფეისბუქ მომხმარებლებისთვის.


ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, ამავე მონაცემით 15 აქტიურ გვერდს შორის მოხვდა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებული კიდევ 2 გვერდი, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოსა“ და „გიორგი ვაშაძის მხარდამჭერების“ გვერდები" - აღნიშნულ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს.



კომენტარები:

ფართი შოპი