"მელანია წუთებს ითვლის განქორწინებამდე..." - სკანდალური წიგნი თეთრ სახლზე და ტრამპების წყვილის სიყვარულის ისტორია

ყვითელი 10 Jun 2020 23:38

აშშ-ში ბოლო პე­რი­ოდ­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. გარ­და იმი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, ამავდრო­უ­ლად, ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­შია ჩა­ძი­რუ­ლი, რო­მე­ლიც აფ­რო­ა­მე­რი­კუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მა­მა­კა­ცის, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მოჰ­ყვა.


ამას­თა­ნა­ვე, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა და შე­მოდ­გო­მა­ზე ამე­რი­კე­ლებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტონ, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა დო­ნალდ ტრამ­პი საპ­რე­ზი­დენ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბას.


სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში სულ უფრო ხში­რად ის­მის მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ამე­რი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, შე­საძ­ლოა, სწო­რედ დო­ნალდ ტრამ­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებ­დეს.


დღეს კი, ყო­ვე­ლი­ვეს თან და­ერ­თო პრე­სა­ში სტა­ტი­ე­ბი სა­თა­უ­რით: "მე­ლა­ნია ტრამ­პი დო­ნალდ ტრამ­პთან გან­ქორ­წი­ნე­ბას საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ გეგ­მავს“.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტაბ­ლო­ი­დე­ბი ჯერ კი­დევ 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მო­ცე­მულ წიგნს და მისი ავ­ტო­რის ნა­ამ­ბობს ეყ­რდნო­ბი­ან.


  • სკან­და­ლუ­რი წიგ­ნი


წიგ­ნი სა­ხე­ლად “Unhinged: An Insider’s Account of the Trump White House“, დო­ნალდ ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბის თეთრ სახ­ლსა და შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე გვიყ­ვე­ბა. მისი ავ­ტო­რი ომა­რო­სა მა­ნი­გოლთ ნი­უ­მა­ნია, რო­მე­ლიც თეთრ სახ­ლში მუ­შა­ობ­და და ის პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში პირ­ვე­ლი ლე­დის თა­ნა­შემ­წე იყო.


ავ­ტო­რი დო­ნალდ ტრამ­პის საპ­რე­ზი­დენ­ტო კა­ბი­ნე­ტის მან­კი­ერ მხა­რე­ებს ამ­ხელს, სა­უბ­რობს კო­რუფ­ცი­ა­ზე, პრე­ზი­დენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ასე­ვე თეთრ სახ­ლში მცხოვ­რებ­თა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.


ნი­უ­მა­ნი თა­ვის წიგნ­ში წერს, რომ პირ­ველ ლე­დის, მე­ლა­ნია ტრამპს გან­ქორ­წი­ნე­ბა სურს, მაგ­რამ ამას დო­ნალ­დის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ვერ ახერ­ხებს.


"თუ მე­ლა­ნია გან­ქორ­წი­ნე­ბის­თვის გზას იპო­ვის და მას მი­ა­ტო­ვებს პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, ის (დო­ნალდ ტრამ­პი) იპო­ვის გზას მე­ლა­ნი­ას და­სას­ჯე­ლად. ჩემი აზ­რით, მე­ლა­ნია წუ­თებს ით­ვლის თა­ვი­სი ქმრის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე და მერე შეძ­ლებს გან­ქორ­წი­ნე­ბას“, - წერს ნი­უ­მა­ნი.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის ავ­ტო­რი არა­ფერს გვიყ­ვე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ სურს მე­ლა­ნი­ას გან­ქორ­წი­ნე­ბა. სკან­და­ლუ­რი წიგ­ნი ბესთსე­ლე­რია და მისი ყიდ­ვა "ამა­ზონ­ზეც" შე­საძ­ლე­ბე­ლია.


  • სურს თუ არა მე­ლა­ნია ტრამპს გან­ქორ­წი­ნე­ბა, რას ამ­ბო­ბენ თეთრ სახ­ლში?


თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­ლა­ნია ტრამ­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სტე­ფა­ნი გრი­შემ­მა. ის ამ­ბობს, რომ ნი­უ­მანს და პირ­ველ ლე­დის იშ­ვი­ა­თად ჰქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია და რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მას მსგავ­სი პი­რა­დი სა­კი­თხე­ბი სცოდ­ნო­და.


ამას­თან, წიგ­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მე­ლა­ნი­ამ სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა დო­ნალდთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ის ამ­ბობს, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ში თავს კარ­გად გრძნობს და ბედ­ნი­ე­რია. ამ­ბობს, რომ აც­ნო­ბი­ე­რებს რამ­დე­ნი ჭო­რია მათ გარ­შე­მო და ამას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს.


მე ვიც­ნობ ჩემს ქმარს. ჩვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ვი­ცით ჩვე­ნი რო­ლე­ბის შე­სა­ხებ და ბედ­ნი­ე­რი ვართ ამ რო­ლე­ბით - ამ­ბობს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ლედი.

  • მე­ლა­ნია და დო­ნალდ ტრამ­პე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია


1998 წელს ნიუ იორ­კის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში, 28 წლის სლო­ვე­ნი­ე­ლი მო­დე­ლი, მე­ლა­ნია კნა­უ­სი (მე­ლა­ნი­ას გვა­რი ქორ­წი­ნე­ბამ­დე) თა­იმს-სქუ­ერ­ზე, კიტ-კეტ კლუბ­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე იყო, სა­დაც ის დო­ნალდ ტრამპმა შე­ნიშ­ნა და მი­სით მო­ი­ხიბ­ლა. იმ დროს დო­ნალ­დი 52 წლის იყო.


სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­სავ­ლუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი წერ­დნენ, რომ ბიზ­ნეს მაგ­ნა­ტი თა­ვის მე­ო­რე ცოლს, მარ­ლა მაპლს და­შორ­და.


სლო­ვე­ნი­ე­ლი მო­დე­ლით დო­ნალ­დი ერთი შე­ხედ­ვით მო­ი­ხიბ­ლა. მე­ლა­ნი­ას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სთხო­ვა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო, სა­მა­გი­ე­როდ, მან თა­ვად ჩა­ი­ნიშ­ნა ბიზ­ნეს­მე­ნის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და ერთ კვი­რა­ში და­უ­რე­კა. მათი პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში შედ­გა და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც აქე­დან და­ი­წყო.


წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ერ­თმა­ნეთს რამ­დენ­ჯერ­მე და­შორ­და, პრე­სა­ში წერ­დნენ, რომ მო­დე­ლი ტრამ­პის გვერ­დით თავს ცუ­დად გრძნობ­და და რომ არ მოს­წონ­და სა­ჯა­რო ფი­გუ­რის გვერ­დით ყოფ­ნა, რად­გა­ნაც მისი ცხოვ­რე­ბა აღარ იყო ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი, რო­გორც ადრე.


2001 წელს მე­ლა­ნი­ამ მწვა­ნე ბა­რა­თი მო­ი­გო, რის შემ­დე­გაც, სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში და დო­ნალდ ტრამ­პის პენ­ტჰა­უს­ში გა­და­ვი­და.


წყვი­ლის გარ­შე­მო მუ­დამ იყო სკან­და­ლე­ბი და ჭო­რე­ბი, თუმ­ცა დო­ნალ­დი ამ­ბობ­და, რომ მე­ლა­ნია მისი წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბია და რომ არას­დროს არ ყო­ფი­ლა ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გორც ამ ქალ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს.


2004 წელს დო­ნალდმა საყ­ვა­რელ ქალს 1.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი აჩუ­ქა და ცო­ლო­ბა სთხო­ვა. ქორ­წი­ლი 2005 წლის 22 იან­ვარს შედ­გა. მე­ლა­ნი­ას 100 000 დო­ლა­რი­ა­ნი, Dior-ის სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა, რო­მე­ლიც 1 500 ძვირ­ფა­სი კრის­ტა­ლით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი.


ქორ­წი­ლი ფლო­რი­და­ში, ტრამ­პის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა და ცე­რე­მო­ნი­ას უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, მათ შო­რის იყ­ვნენ ბილ და ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნე­ბი.


2006 წელს მე­ლა­ნი­ამ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ამა­ვე წელს დო­ნალ­დსა და მე­ლა­ნი­ას ვაჟი, ბა­რო­ნი შე­ე­ძი­ნათ. მე­ლა­ნია ყო­ველ­თვის ზრუ­ნავ­და ტრამ­პის სხვა შვი­ლებ­ზე და მათ­თან დღემ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.


მე დედა არ ვარ, მე მათი მე­გო­ბა­რი ვარ და მათ გვერ­დით ვარ, როცა ეს სჭირ­დე­ბათ“, - ამ­ბობ­და მე­ლა­ნია Harpers Bazaar-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.


წყარო: ამბები.გე



კომენტარები:

ფართი შოპი