პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა - ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამართალი 05 Jun 2020 11:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს

დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს.


მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის

მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში ედება.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების

ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო

მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ

მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ

ი.პ.-ს მიაყენა.


სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის

ჩადენის იარაღები - დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი

ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.


მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე

მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად

ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე

მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4

ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის

მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.




კომენტარები:

ფართი შოპი