"თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს, რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი, რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი"- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოპოზიციის შეთანხმებაზე

პოლიტიკა 04 Jun 2020 14:15

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოპოზიციის შეთანხმებაზე წერს:


"1. მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია;


2. თუ აღარ არის მნიშვნელოვანი, ვინმემ ახსნას, რატომ იყო მნიშვნელოვანი რამდენიმე თვე და ახლა რა შეიცვალა;


3. თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს, რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი, რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი;


4. მე მეჩქარება ამ პროცესის დასრულება (იმედია შეთანხმებით), რომ გაურკვევლობა დასრულდეს და კამპანია დავიწყო." - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, Facebook-ის გვერდზე.



კომენტარები:

ფართი შოპი