თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

სამართალი 03 Jun 2020 00:41

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და  ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების დახმარებასა და განსაკუთრებით გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა.


პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან  ანიჰოფერი SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.



კომენტარები:

ფართი შოპი