გურამ მაჭარაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში სამაგიდო წიგნი უნდა იყოს ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის

პოლიტიკა 26 May 2020 02:13

„როდესაც ამ ანგარიშს წაიკითხავ, გიჩნდება განცდა, რომ ასეთი ტიპის ანგარიში შეიძლება იყოს ერთგვარი სამაგიდო წიგნი ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ასე არავინ არასდროს არ უნდა მოიქცეს“,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.


„ამ ანგარიშს როდესაც წაიკითხავ, ორი განცდა შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს. ვეთანხმები ბატონ ანრის იმაში, რომ კარგი იქნებოდა აქ ყოფილიყვნენ ჩვენი ოპონენტები, რადგან მათ პერიოდში არის ასეთი ტიპის დანაშაულები ჩადენილი და შემდგომ, ახლა ჩვენ გვიწევს როგორც ხელისუფლებას ადამიანების მიმართ არა მხოლოდ თანხით ამ ყველაფრის ანაზღაურება, არამედ მორალურადაც, რადგან საზოგადოების წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. გიჩნდება განცდა, რომ ასეთი ტიპის ანგარიში შეიძლება იყოს ერთგვარი სამაგიდო წიგნი ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ასე არავინ არასდროს არ უნდა მოიქცეს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი