"ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან... ან, უბრალოდ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას!"

21 Aug 2017 16:34

ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:


_არავითარი შეთანხმება ქალბატონ ბურჯანაძესთან არ გვქონია ოპოზიციის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. მას ამ თემაზე არც ჩემთან ჰქონია შეხვედრა და საუბარი და მითუმეტეს, არც დავით თარხან- მოურავთან. პარტიები ამ ინიციატივას განიხილავდნენ ერთ-ერთ შეხვედრაზე და მორჩა. სხვა გაგრძელება ამ დისკუსიას არ მოჰყოლია, ამიტომ სრულიად გაუგებარია ჩემთვის ბურჯანაძის განცხადებები რაღაცა N- შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან... ან, უბრალოდ, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას. 


თუ ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგი არ იყო ბურჯანაძეს, კუკავა და ლორქიფანიძე, არც ახლაა გვიან. იმოქმედონ სახელმწიფოებრივად და მხარი დაუჭირონ ჩემს კანდიდატურას. ტყუილის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მე ნორმალურ საქციელად არ მიმაჩნია.


კომენტარები:

ფართი შოპი