დავით ბერძენიშვილი - კალაძემ გვიპასუხოს, ეს 3 თვე იშრომა თუ უსაქმურობდა?

ხალხის ხმა 24 May 2020 01:24

კახა კალაძემ გვიპასუხოს, ეს 3 თვე იშრომა თუ უსაქმურობდა? გიორგი გახარიამაც გვითხრას, როდის იქნება ტრანსპორტი?- აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.


მისივე შეფასებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე რომ ფიქციაა ეკონომიკის ამუშავება და შემოსავლის გაჩენა, ეს ხომ ყველას ესმის.


„სამი თვის განმავლობაში როგორ მოემზადა თბილისის და სხვა მუნიციპალიტეტების მერია, ეკონომიკის სამინისტრო? რაიმეს გვეუბნებიან? ავტოპარკი მოამზადეს? შეისყიდეს? ადგილები ტრანსპორტში მონიშნულია? დისტანციის დაცვით მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, მატარებელი მზადაა?


რომში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად, სპეციალურად ვიკითხე ახლა. ასე იქნება სხვაგანაც ევროპაში, რომელიც იხსნება ჩვენსავით. მორჩა საგანგებო მდგომარეობა.


კალაძემ ამაზე გვიპასუხოს, იშრომა ეს სამი თვე თუ უსაქმურობდა? გახარიამაც გვითხრას, როდის იქნება ტრანსპორტი?


ვერ დადის ხალხი სამსახურში, ბაზარში, ვერსად. სახელმწიფო ფაქტიურად არაფერს აძლევს და არც თავის რჩენის საშუალებას აძლევს.


საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად უნდა აემუშავებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ეტაპობრივად მაინც“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი