ცოტნე ზურაბიანი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარება არ შეფერხებულა, ადგილობრივი ფერმერები მუშაობას აგრძელებენ

პოლიტიკა 23 May 2020 16:05

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟრიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფელში, მუხიანში მრავალწლიანი  ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერა.


"სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ  მრავალწლიანი  ხეხილის ბაღების გაშენება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო,  ამჟამად 16 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება. 


დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებულ სათევზე მეურნეობა  შპს "ოქროს ტბას" ესტუმრნენ, რომელიც 5 წელია, არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა. 


მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარება არ შეფერხებულა და ადგილობრივი ფერმერები მუშაობას აგრძელებენ. სოფლის მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომლის განვითარების ტენდეცია ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამებში ჩართვას წყალტუბოელი ფერმერები და მეწარმეებიც აპირებენ," - განაცხადა ზოტნე ზურაბიანმა. 









კომენტარები:

ფართი შოპი