იზოლაციის დღიურები: "ძველით ახალი სახლი"

,,იზოლაციის დღიურიები’’ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access-ის პროექტის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დაფინანსებით განახორციელა.


პროექტის მიზანი უარყოფით ინფორმაციულ გარემოში მხიარული და სამოტივაციო ფოტოების გადაღება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვა აუცილებელია. გადაღების პროცესიც დისტანცირებულად, საგანგებო რეჟიმის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფოტოგრაფმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების იზოლაციური განწყობები, ფართო საზოგადოებას ფოტო-ისტორიების მეშვეობით გაუზიარა.


ფოტო-ობიექტივში მოხვდნენ: მკვლევარი და პიარსპეციალისტი ანა ბაქანიძე, მოხალისე მასწავლებელი - ნათია უჩავა, გალის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, ,,ვეფხისტყაოსნის’’ სამაგიდო თამაშის შემქმნელი ლევან გელაშვილი, წითელი ჯვრის მოხალისე ლუკა ხაბაზიშვილი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნიკა კაცია, ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, ფოტოგრაფები ნინუცა კაკაბაძე და გიორგი მაჭავარიანი, მწერალი დიანა ანფიმიადი, მხატვარი ზალიკო სულაკაური და სხვა საინტერესო ადამიანები, რომელთა მხატვრულ ფოტოებს მცირე ისტორიებიც ახლავს, სადაც რესპონდენტები იზოლაციის დროს მათ საქმიანობასა და განწყობებზე საუბრობენ.


სახალისო და მამოტივირებელი ფოტო-სერიის სრულად ნახვა შესაძლებელია გიორგი ცაავას პროფესიულ გვერდზე სოციალურ ქსელში. პროექტის ფარგლებში ფოტო-გადაღებები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პარალელურად, 23 მაისს დასრულდება.



 









კომენტარები:

ფართი შოპი