"მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა, 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს"- პრემიერი

პოლიტიკა 22 May 2020 17:47

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში.


„ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა, 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს; ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები. აგრეთვე, უნდა გვესმოდეს, ჩვენ ვართ იძულებულები, რომ შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგალითად გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის. მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, ეს არ გაკეთდება იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. 


ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, თუ საქართველო არის წარმატებული Covid-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები, პირველ რიგში, კონტროლი საზღვრებზე, ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში. ძალიან ეფექტური იყო საკარანტინო ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად 2, 5 და შეიძლება გვყავდეს 10, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ გავაკეთოთ ეს ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად და არა ერთბაშად, განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახები არჩინონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



კომენტარები:

ფართი შოპი