გახარია: ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად

პოლიტიკა 22 May 2020 17:28

პრემიერის თქმით, არავის უნდა მივცეთ საშუალება, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საფრთხეების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო მოკიდება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, შემდგომ ეხება უკვე ეკონომიკის აღორძინებას, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას და შემდგომ ეხება ქვეყნისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან ხარისხიან არჩევნებს წლის ბოლოს. აქ დათმობის არც უფლება, არც შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ჩვენს ნაბიჯებში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი, ნორმალურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ. არავის უნდა მივცეთ საშუალება, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საფრთხეების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამოქმედება,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი