"ლექსი რომელიც ყველას უყვარს, ბევრმა არ იცის რომ მე ვარ მისი ავტორი"- ბლიც ინტერვიუ დემეტრე ზარქუასთან

ცოტა რამ ჩემს შესახებ - დავიბადე ზუგდიდში, ვსწავლობ ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტზე, ვარ სტიქაროსანი და ვწერ ლექსებს...


ცხოვრება არის - დრო,რომლის თითოეული წამიც კი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ადამიანმა თავის სასიკეთოთ.


ჩემი პირველი ლექსი - დავწერე მაშინ როცა ვიიყავი სკოლის მოსწავლე. ამ გადმოსახედით ალბათ ის ლექსი არ იყო, მაგრამ ცეცხლი ნაპერწკლის გარეშე წარმოუდგენელია.


ბედნიერების გასაღები  - უბრალოებით შემოსილი გულწრფელობა.


სულს  სჭირდება - უწყვეტი კავშირი ღმერთთან.


საკუთარ თავს ვპოულობ - სიმარტოვეში.


ჩემი ენერგიის უშრეტი წყარო - ჩემი მსმენელის,მკითხველის მიერ ჩემთვის გამოყოფილი სიყვარული.


ღიმილი ყოველთვის არ ნიშნავს - რომ ხარ ბედნიერი - უბრალოდ, გიწევს გაღიმება სხვები რომ გაახარო.


წიგნი, რომელიც მომწონს - ბევრია ასეთი, მაგრამ ლიტერატურის ღმერთს დოსტოევსკს მივიჩნევ ფავორიტად და მის გენიალურ შემოქმედებას.

პოეზიას შევადარებდი - უიმედოდ დარჩენილი ადამიანისთვის იმედის სინათლის ანთებას.


ვერ ვივიწყებ - ადამიანის სევდიან თვალებს.


მარადიულია
- ბანალურობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მარადიული მხოლოდ სიყვარულია.

მეგობარია ის ვინც - უბრალოდ მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ და შეეცდება გაგზარდოს უკეთესობისკენ.

21 საუკუნე ისტორიაში ჩაიწერება
- არ ვიცი სამწუხაროდ კარგის თქმა მინდა, მაგრამ იმდენი ცუდი რამ მოხდა.

ღმერთის ჩემეული აღქმა - ღმერთი ერთგულია, თავმდაბალი, კეთილი, მოსიყვარულე, უანგარო, მეგობრული.

გახსოვდეთ - რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ ამ წუთისოფელში და დავეხმაროთ ერთმანეთს ჯვრების ზიდვაში.

შთამაგონებს - ბევრი რამ ,მუსიკა,ადამიანები,მოვლენები მაგრამ განსაკუთრებით სიჩუმეში ნაპოვნი ჩემი მე.
ქალი ჰგავს - დაუსრულებელ ლექსს ????

სიყვარულია როცა - საგულედან იღებ გულს და ჩუქნი.


სამშობლო ჩემთვის  - ღმერთივით წმინდაა.


სიყვარულს კლავს- შური, ამპარტავნება, ღალატი.


თავისუფლება ნიშნავს - აირჩიო გზა, რომლის ბოლოს ნამდვილად იგრძნობ შედეგს, შედეგი კი სულის ხსნაში მდგომარეობს.


ერთი ლექსი - ლექსი, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ავტორი მე ვარ - "შემინდე მამაო".


შემინდე მამაო, იმდენჯერ დავეცი,

ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად, 

ყოველდღე უფალი გულიდან გავეცი ყოველდღე დაცემა მიწასთან მასწორებს. 


შემინდე მამაო, უღირსი შვილი ვარ

და ზეცას ღრუბელი როგორც კი დაფარავს 

ოლარ ქვეშ ვიწვები ვდნები და ვტირივარ 

ჩემს ცოდვებს, ვერასდროს,ვერასდროს დავფარავ. 


მიჭირს და იმდენად სუსტი ვარ მამაო, 

ხანდახან ცრემლებიც თვალიდან მიქრება,

დამღუპავს ის ვერცხლი სულისთვის ამაოდ 

ჯერ მხოლოდ გაცემის ფიქრებმა მიმსხვერპლა. 


მამაო ბარაბაც ღირსია შენდობის  

მე რა ვქნა, უძღები შვილივით მოველი 

აღდგომას საკუთარ მამის თვალებში 

აღდგომას მოველი დაცემის შედეგად. 


შემინდე მამაო იმდენჯერ დავეცი 

ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად, 

მე რა ვქნა, უძღები შვილივით მოველი 

აღდგომას, აღდგომას დაცემის შედეგად.



ავტორი: ლანა ბიბილურიძე

კომენტარები:

ფართი შოპი