პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალი 16 May 2020 20:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის

პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990

წელს დაბადებული, ბ.ი. საჩხერეში დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეცნობით

თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში

ედება.


დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით

მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს

მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.



კომენტარები:

ფართი შოპი