მადლობას ვეუბნებით პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა - გიგი უგულავა

ხალხის ხმა 16 May 2020 02:37

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა გიგი უგულავამ, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ახლახანს დატოვა, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.


"მიუხედავად იმისა, რომ 100 წელი სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და, ბუნებრივია, მას მადლობას ვეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.


პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიმრო დაწესებულებას გიორგი რურუაც მალევე დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. 


"იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალევე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, იმიტომ, რომ პირობა ასეა - როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. უკვე ნავსი გატყდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება.


საზოგადოებამ დაინახა ერთი რამ, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებას იკეთებს. ჩემი დაჭერაც მისთვის ზიანი იყო და ჩემი გამოშვებაც ზიანი იყო. შესაბამისად, ასეთი ადამიანი, რომელიც ამდენ თვითდაზიანებას იკეთებს, ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის, სხვა მოქალაქეს რას უზამს. ეს ადამიანი არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა. ამიტომ, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ მან განაგრძოს ქვეყნის მართვა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.



კომენტარები:

ფართი შოპი