შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ კოვიდ-19-თან ეფექტიანი ბრძოლისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

სამართალი 15 May 2020 17:29

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA), ორმხრივი თანამშრომლობის

ფარგლებში, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 250 000 აშშ დოლარის

ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.


DTRA-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი

სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12260

თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი „Tyvek”, დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და

ბახილებით.


აღნიშნული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ

დანაყოფზე განაწილდება: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის

სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.


სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში

არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო

ხელი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას.





კომენტარები:

ფართი შოპი