"არც ერთი მედპერსონალის დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტისგან, ყველა რომელიღაც კლასტერიდან იყო"- ავთანდილ თალაკვაძე

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, არც ერთი მედპერსონალის დაინფიცირება პაციენტთან კონტაქტის შედეგად არ მომხდარა.


მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში ჯამში 40-მდე დაინფიცირებული მედპერსონალია და ამ დროისთვის, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იზოლირებულია.


„მსურს განვაცხადო მედპერსონალზე, რომ არც ერთი დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტიდან, ყველა თანამშრომელი იყო რომელიღაც კლასტერიდან, არასამსახურეობრივად მოხდა მათი დაინფიცირება. ჩვენ ყველა ჩვენს პერსონალს 2-3 კვირის შუალედში ვუტარებთ ტესტირებას, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ დროულად გამოვავლინოთ. ამ დროისთვის ყველა ადამიანი ვინც კი შემხებლობაში იყო იზოლირებულია და მათ შორის, ჩვენი გამოჯანმრთელებული თანამშრომლები უბრუნდებიან სამსახურებს. დაახლოებით 40-მდე მედპერსონალი არის დაინფიცირებული “, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი