მალხაზ თორია და გიორგი შენგელია ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

ეკონომიკა 10 May 2020 18:16

სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად განმუხურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.  პროექტი დასრულების ეტაპზეა, მისი სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.


სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ზუგდიდის მერი ასევე გაეცნენ განმუხურში მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესს. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების  დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება  და მისი ღირებულება 2 129 650 ლარს შეადგენს.


დღესვე მალხაზ თორია და გიორგი შენგელია ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. ახალკახათი-ოქტომბრის გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.



კომენტარები:

ფართი შოპი