კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან, ჩვენ უდიდესი ეკონომიკა გვქონდა და აღვადგენთ - დონალდ ტრამპი

უცხოეთი 09 May 2020 14:28

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ პანდემიის ეპიცენტრად რჩება. ვირუსმა ქვეყენაში უკვე 77 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვი 95 ათას მიაღწევს. შტატების საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლის გამოყენებაც სახლის პირობებში არის შესაძლებელი. სავარაუდოდ ტესტის ღირებულება 150 დოლარი იქნება. შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რიცხვი მილიონ 300 ათას გადასცდა.


"ეს ალბათ ვაქცინის გარეშე გადაივლის. ვეყრდნობი იმას, რასაც ექიმები ამბობენ და ისინი ამბობენ, რომ ვირუსი გაქრება. კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან. ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა გვქონდა და აღვადგენთ," - აცხადებს დონალდ ტრამპი.



კომენტარები:

ფართი შოპი